„გარდაიცვალა კაცი, რომელიც ყველას უყვარდა, ვინც კი იცნობდა...“ - ამერიკაში ქართველ ემიგრანტს ემშვიდობებიან

ავთანდილ მიქელაძე

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი ავთანდილ მიქელაძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა ავთანდილ მიქელაძე. კაცი, რომელიც ყველას უყვარდა, ვინც კი იცნობდა. ყველას მეგობარი, მზრუნველი გოლიათი ბავშვის გულით. ვუსამძიმრებ ავთოს ოჯახს და მეგობრებს, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. პანაშვიდი გაიმართება კვირას, 6 სექტემბერს, 12დან 4 საათამდე.8519 New Utrecht Ave, Brooklyn, NY 11214“, - წერენ ჯგუფში „ჩვენ ამერიკაში“.