რა ღირს თბილისის კერძო პრესტიჟულ სკოლებში სწავლა

სკოლა

2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 302 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის, 2 086 საჯარო, ხოლო 216 კერძო. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

როგორც წესი, ოჯახების მეტი ნაწილისთვის, ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი ბავშვისთვის კარგი განათლების მიღების უზრუნველყოფაა. ხშირად, მშობლები კერძო სკოლებზე არჩევანს სწორედ იმიტომ აჩერებენ, შვილს გარანტირებულად კარგი განათლება მისცენ.

თბილისში 216-ზე მეტი კერძო სკოლაა. ფასებს, ბუნებრივია, ბაზარი არეგულირებს და ის წელიწადში 6 ათასი ლარიდან 27 ათასს ამერიკულ დოლარამდე (ეკვივალენტი ლარში) აღწევს.

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ რამდენიმე კერძო სკოლის წლიურ გადასახადს:

თბილისი, ევროპული სკოლა - 5160 ევრო(ეკვივალენტი ლარში);

თბილისის საერთაშორისო სკოლა QSI - 27 000 დოლარი(ეკვივალენტი ლარში);

თბილისი მწვანე სკოლა - 6 000 ლარი(ეკვივალენტი ლარში); 

ნიუტონის თავისუფალი სკოლა(დაწყებითი კლასები) - 4 000 ევრო (ეკვივალენტი ლარში);

ბრიტანულ-ქართული აკადემია - 7 000 ევრო(ეკვივალენტი ლარში). 

ასევე ნახეთ:

ქვეყანაში ბოლო პერიოდის ცვლილებები მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდაზე, ხარისხიან განათლებაზე - აბაშიძე UNICEF-ის განცხადებაზე

„მიეცით ბავშვებს სექსუალური განათლება...“ - არჩილ მარშანია მშობლებს მიმართავს

„დროა რუსეთმა ქართველი ახალგაზრდების განათლებაზე იზრუნოს” – თინა კანდელაკი