მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგებს და მშობლებს შეხვდნენ

განათლება

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგიბიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და სკოლის მოსწავლეების მშობლებს შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითადი მიზანი სკოლაში არსებული გამოწვევების განხილვა და მათი გადაჭრის შესაძლო გზების განსაზღვრა იყო.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ მათ დეტალურად გააცნო განახლებული ინფორმაცია სკოლის საპროექტო და სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უწყება არსებული პრობლემების დასაძლევად აქტიურად განაგრძობს მუშაობას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე.

„ფონდი მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის 14-ე საჯარო სკოლის მშენებლობა დროულად დაიწყოს. სკოლის პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის მაისში დასრულდება, რის შემდეგაც გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი“, - განაცხადა ქვარა ჩართოლანმა.