რადიკალების მხრიდან უცხო არ არის ანტიეკლესიური კამპანიის წარმოება, ეს ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყეს - დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე

შეტევა პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ქართული მედია დღემდე ინახავს კონკრეტული აქტორების მხრიდან ილია მეორის იმიჯის შემლახველი კამპანიის - ვიდეო არქივს.

უწმინდესისა და უნეტარესის შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორები დღესაც მათ მიერვე შექმნილი ფრონტის წინა ხაზზე არიან, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი - ახალი პატრიარქის კანდიდატურაა. სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების არაერთი მცდელობის შემდეგ, კარგად ნაცნობი ფსევდო ლიბერალური ჯგუფების ახალი მიზანი ეკლესიაზე ზეწოლა, ახალი სამიზნე კი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირია. მიტროპოლიტი, რომელიც ილია მეორემ სიცოცხლეშივე ტახტის მოსაყდრედ დატოვა და ფაქტობრივად 9 წლის მანძილზე ასწავლიდა ეკლესიის მართვას.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ რადიკალებმა ანტიეკლესიური კამპანიის წარმოება დაიწყეს.

"რადიკალების მხრიდან უცხო არ არის ანტიეკლესიური კამპანიის წარმოება, ეს ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყეს. მათი მთავარი მიზანია ხალხი ჩამოაშორონ ეკლესიას, რწმენას და ის გახადონ სათავისოდ ადვილად მართვადი. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გააქტიურდნენ, თითქოს მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ ისინი არ ჩარეულიყვნენ სინოდის საქმეებში, თუმცა თავად არიან ამ საქმეში თავით გადაშვებულები . განსაკუთრებული სამიზნე მათი არის მეუფე შიო. ბოლო დღეებში საზოგადოების აზრი არის ჩამოყალიბებული და ერთიანი, მე ვფიქრობ პატრიარქის აზრი ნამდვილად არის გასათვალისწინებელი არ მგონია ვინმეს უკეთ შეეძლოს არჩევა ვინ უნდა იყოს საქართველოს მომდევნო პატრიარქი,"- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.