ლიბერალი ფაშისტების სამიზნე დიდი ხანია არის ჩვენი ეკლესია, მათ უნდოდათ მოეშალათ ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი სულიერი ორიენტირი - გიორგი სოსიაშვილი

გიორგი სოსიაშვილი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ მთავარი სამიზნე ახლა ლიბერალი ფაშისტებისთვის ეკლესიაა.

"ლიბერალი ფაშისტების სამიზნე დიდი ხანია არის ჩვენი ეკლესია, მათ უნდოდათ მოეშალათ ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი სულიერი ორიენტირი და არაერთხელ მიიტანეს იერიში ჩვენს პატრიარქზე.

ეკლესიაა ჩვენი ხალხის გამაერთიანებელი და ზუსტად ეგ უნდათ რომ ეკლესიაში შეიტანონ გარკვეული დისონანსი და არეულობის მცდელობები აქვთ. მათი მთავარი სამიზნე ყოველთვის იყო ჩვენი სულიერი ცხოვრების მოშლა," - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.