კერძები, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება
1730322257
11 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის ხუთმა სკოლამ, რომლებიც ჩართული არიან არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისგან საჩუქრად 750-მდე წიგნი მიიღო. წიგნების გადაცემის ღონისძიება მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ, დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა და არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერმა ნინო ბერიკაშვილმა.
ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლებისთვის სასკოლო ბიბლიოთეკების მოსაწყობად წიგნების გადაცემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა. წიგნები ყველა არაქართულენოვან სკოლას გადაეცემა.
პროექტის მიზანია ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდა, მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და არაფორმალური სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესება სახელმწიფო ენის გაძლიერების გზით.