მაია ბითაძემ თსუ-ის სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი უფლებების თაობაზე საჯარო ლექცია წაიკითხა

მაია ბითაძემ თსუ-ის სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი უფლებების თაობაზე საჯარო ლექცია წაიკითხა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი უფლებების თაობაზე საჯარო ლექცია წაიკითხა. სტუდენტებთან შეხვედრა ადამიანის უფლებათა სამართლის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

„გარემოსდაცვითი უფლება სამართალში ახალი მიმართულებაა და ის მოიცავს ადამიანის უფლების დაცვას იცხოვროს ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

გარემოსდაცვითი უფლებები ორ მიმართულებას მოიცავს: ეკოცენტრულს, რაც გულისხმობს გარემოს და მისი შემადგენელი კომპონენტების დაცვას (ფლორა, ფაუნა ცოცხალი ორგანიზმები, ნიადაგი, წყალი, ჰაერი),  მეორე დოქტრინაა  ანთროპოცენტრული მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს, რომ უნდა დავიცვათ გარემო, რადგან დავიცვათ ადამიანის უფლებები. ასევე, უნდა გავაკონტროლოთ ადამიანის ქმედება, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს, რათა შემდეგ ბუნებამ ნაკლები ზიანი მიაყენოს ადამიანს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მან ისაუბრა  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შექმნის ისტორიაზე, მასში გარემოსდაცვითი კომპონენტის გაჩენაზე და მნიშვნელობაზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა  რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაბინძურების  გავლენაზე ადამიანის ცხოვრებაზე და ამ საკითხებისადმი სამართლებრივი მიდგომების თაობაზე.

მაია ბითაძემ ასევე უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.