შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1774373291
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შიდა ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი კონცეფცია და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობას და რეფორმის პროცესში მათი ინიციატივებისა და მოსაზრებების გაზიარების აუცილებლობას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისთვის დაესვათ კითხვები და მისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
შეხვედრის შემდეგ მედიასთან დამატებითი კომენტარი გააკეთა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ.
"დაწვრილებით მიმოვიხილეთ ყველა ის ნაბიჯი, ყველა ის აქტივობა, რომელიც ამ რეფორმით არის გათვალისწინებული. რაც მთავარია, საზოგადოების მხრიდან მივიღეთ სრული მხარდაჭერა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეს პროცესები ძალიან ადეკვატურად აღიქვეს იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ დაინახეს რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი ფუნდამენტური რეფორმის განხორციელება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.