10 846 მასწავლებლიდან პროფესიული უნარების გამოცდა მხოლოდ 2 640-მა ჩააბარა

სკოლა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს 10 846 მასწავლებელი გავიდა პროფესიული უნარების გამოცდაზე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის, დაწესებული ბარიერის გადალახვა კი მათგან მხოლოდ 2 640-მა შეძლო.

უფროსი/წამყვანი პედაგოგებისთვის ჩატარებულ გამოცდაზე ჯამში 12 628 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, აქედან უფროსის სტატუსის 9 315 პედაგოგი იყო, ხოლო 3 313 წამყვანის სტატუსის.

რეგისტრირებული უფროსი პედაგოგებიდან გამოცდაზე 8 102 მასწავლებელი გავიდა, საიდანაც ბარიერი წარმატებით 2 456-მა გადალახა.

რაც შეეხება წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგებს, 2 744 მასწავლებლიდან ბარიერი მხოლოდ 184-მა გადალახა.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდა სულ 8 206-მა პედაგოგმა ვერ ჩააბარა.