რამდენი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო დღეში ფორმაში ყოფნისთვის - ახალი კვლევა
1752525426
439 აბი "სუბოტექსი" და აბის ნატეხები, ნარკოდანაშაულის საქმის მთავარი მტკიცებულებებია. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის მცდელობისთვის, 47 წლის მამაკაცია დაკავებული.
"კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა "სუბოტექსი" ინტერნეტ აპლიკაციით შეიძინა. ნარკოტიკის ასაღებად მისულს კი პოლიციამ ხელბორკილები ადგილზევე დაადო. ირკვევა, რომ დაკავებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, სამართალდამცველებმა, ნარკოდანაშაულის ფაქტზე ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს.
47 წლის მამაკაცს გამოძიება 439 აბი "სუბოტექსის" და აბის ნატეხების შეძენა-შენახვის მცდელობას ედავება, თუმცა არ არის გამორიცხული, ნარკოტიკის დიდი რაოდენობა, ბრალდებულს რეალიზაციისთვის შეეძინა. "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა კაცის ბინა გაჩხრიკეს და სხვადასხვა სახის ნივთმტკიცებები ამოიღეს.
რისთვის სჭირდებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით "სუბოტექსი" ბრალდებულს, ამას გამოძიება დაადგენს. ამ ეტაპზე, 47 წლის მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული გამოძიებასთან თანამშრომლობს. არ არის გამორიცხული, 439 აბი "სუბოტექსის" საქმეზე დაკავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის მცდელობისთვის დაკავებულს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.