TOP 5 ქვეყანა - ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების მონაცემებს აქვეყნებს

თანხის გადმორიცხვა

ეროვნული ბანკი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, თუ რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა საქართველოში ყველაზე მეტი თანხა ნოემბრის თვეში. 

მონაცემების თანახმად, 2022 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 521.2 მლნ აშშ დოლარი (1421.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 151.4%-ით (313.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უწყების ცნობით, მათგან 91,62 მლნ. აშშ დოლარი  ჩარიცხულია ევროკავშირის ქვეყნებიდან, ხოლო $429, 54 მლნ. სხვა ქვეყნებიდან.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში რუსეთიდან $316 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, ზრდამ 819% შეადგინა. მეორე ადგილზეა იტალია 36 მილიონი დოლარით.

TOP 5 ქვეყანა, ნოემბერში გადმორიცხვების მიხედვით ასეთია:

რუსეთის ფედერაცია - $316 მილიონი, მატება წინა წელთან შედარებით 819%

იტალია - $36 მილიონი, მატება წინა წელთან 11%

აშშ - $29 მილიონი, მატება წინა წელთან 20%

ყირგიზეთი - $20 მილიონი, მატება წინა წელთან 206%

საბერძნეთი - $19 მილიონი, მატება წინა წელთან -2%