თბილისში ბინის ქირა გაძვირდა

გაქირავება

ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელი ბინების ქირის ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა.

მიმოხილვის თანახმად, დედაქალაქში საცხოვრებელი ფართის გაქირავების საშუალო ღირებულებამ კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც 2025 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9.5 დოლარი იყო.

თბილისის უბნებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო ქირა ვაკეში ფიქსირდება, სადაც ერთი კვადრატული მეტრის დაქირავება 14.2 დოლარი ღირს. მას მოჰყვება მთაწმინდა - 12.7 დოლარით და საბურთალო - 11.3 დოლარით. კრწანისში საშუალო ფასი 10.5 დოლარს შეადგენს, ხოლო ჩუღურეთში - 10 დოლარს.

დიდუბესა და ისანში ერთი კვადრატული მეტრის ქირა საშუალოდ 9.9 დოლარია, ნაძალადევში - 9.6 დოლარი, ვაშლიჯვარში კი - 8.9 დოლარი. შედარებით დაბალი ფასები ფიქსირდება დიდ დიღომსა და გლდანში, სადაც საშუალო ქირა კვადრატულ მეტრზე 8.6 დოლარს შეადგენს. ყველაზე ხელმისაწვდომი კი სამგორია, სადაც ამავე ფართობის დაქირავება საშუალოდ 8.2 დოლარი ღირს.

წყარო: