„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1780770904
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ. ჩვენ 2018 წელს ასევე შევძელით, ბევრი მტკივნეული რეფორმის და ბევრი მოთხოვნის განხორციელება იმისთვის, რომ შეგვძლებოდა მოგვეპოვებინა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "ღია ეთერი" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ევროპულმა ბიუროკრატიამ წითელი ხაზი გადალახა, რაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის:
"ჩვენ 2018 წელს ასევე შევძელით, ბევრი მტკივნეული რეფორმის და ბევრი მოთხოვნის განხორციელება იმისთვის, რომ შეგვძლებოდა მოგვეპოვებინა ჩვენი ერისთვის, როგორც ეს არის ქართველი ერის ისტორიული არჩევანი, ალბათ ჩვენი ისტორიის მანძილზე ყველაზე ხელშესახები შედეგი ევროკავშირთან და ევროპულ სივრცესთან დაახლოების, ეს არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ეს რეჟიმი სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი ძალისხმევის შედეგად მოუტანა ქართველ ხალხს.
ამის შემდეგ უკვე კონსტიტუციაში იწერება 78-ე მუხლი, ირაკლი კობახიძის თაოსნობით გამართულ საკონსტიტუციო კომისიაში, მისი მუშაობის შედეგად და იწერება, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წიაღში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს.
დადგა რაღაც მომენტი, როდესაც ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის.
ეს წითელი ხაზი როგორც კი გადაილახა, ჩვენ აღმოვჩნდით არა თანამშრომლობის, არამედ თავდასხმის რეჟიმში. მე ან ვიყავი უშუალო მოწმე ამ ყოველივესი და უხშირეს შემთხვევაში თავად შემსრულებელი თუ ამსრულებელი იმ ევროპული პოლიტიკის, ერთ-ერთი "ქართული ოცნების" მთავრობის ეგიდის ქვეშ და ვსაუბრობ პირველწყაროდან," - განმარტა წულუკიანმა.