აბას არაღჩი: თუ ჩვენი მტრები კვლავ სამხედრო დაპირისპირების გზას აირჩევენ, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება და თავს კიდევ უფრო დიდი ძალებით დავიცავთ

აბას არაღჩი

 ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე ომის სამხედრო გზით დასრულება შეუძლებელია. აბას არაღჩის თქმით, ომის დასრულება ვერც ახალი სანქციების დაწესებით იქნება შესაძლებელი, რადგან კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა სამართლიანობასა და თანასწორობაზე დაფუძნებული მოლაპარაკებებია.

„თუ ჩვენი მტრები კვლავ სამხედრო დაპირისპირების გზას აირჩევენ, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება და თავს კიდევ უფრო დიდი ძალებით დავიცავთ. სამხედრო გამოსავალი არ არსებობს და არც სანქციებზე დაფუძნებული გამოსავალი არსებობს. კონფლიქტის დასრულება მხოლოდ სამართლიანობასა და თანასწორობაზე დაფუძნებული მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი“, - განაცხადა არაღჩიმ.

✕