რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს - ვალუტის კურსი

ფული

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5754 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5762 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7778 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7717 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.