VIDEO: „შუაგულ ათენში "თბილისო" იღვრებოდა სიხარულად...“ - ემოციური ვიდეო საბერძნეთიდან

თბილისო ათენში

... [ათენში] ცენტრთან მისვლამდე ქუჩის მუსიკოსები, ასაკიანი წყვილი საოცარ მელოდიას უკრავდა. რამდენიმე წუთი ვიდექი და ვუსმენდი. რომ დაამთავრეს დაკვრა ახლოს მივედი და შევაქე. ქალბატონმა, რომელიც ვიოლინოზე უკრავდა გაღიმებული სახით მკითხა საიდან ხართო. მეც რა თქმა უნდა ვუთხარი, რომ ქართველი ვარ და ჩვენ ქართველებს ძალიან გვიყვარს მუსიკა და ხელოვნება. ერთმანეთს გადახედეს, რაღაც ანიშნეს და მეუბნება: თუ დრო გაქვს რამდენიმე წუთი კიდევ გაჩერდი და თქვენთვის განსაკუთრებულ მელოდიას დავუკრავთო. ჰოდა, რაღაც სასწაულად ემოციური,ზე-მელოდია აჟღერდა, გული გამევსო სიამაყით, სიხარულის ცრემლებიც მომერია. უბრალოდ ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რაც იმ წუთებში დამეუფლა. სახეზე ღიმილი არ მოსცილებია ორივეს, თვითონაც ჩემსავით ბედნიერი იყვნენ...
"ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი"
შუაგულ ათენში "თბილისო" იღვრებოდა სიხარულად" - წერს სოციალურ ქსელში ქეთევან რამიშვილი.

 

სხვა სიახლეები