„სიკეთის ჯავშანი დავკარგე შენით... მაგრამ მაინც ერთად ვართ, იმდენი დამიტოვე, რომ სულ ჩვენ ვართ“ - ნათია ბანძელაძის ემოციური პოსტი

გიორგი გოგიჩაიშვილი მეუღლესთან, ნათია ბანძელაძესთან ერთად

გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე, ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში მეუღლესთან, გიორგი გოგიჩაიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურად იხსენებს, 35 წლის მომხდარ ამბავს.

„35 წლის წინ თითქოს არაფრით გამორჩეული ერთი ჩვეულებრივი, მშვიდი, მხიარული საღამო იყო… იმავე საღამოს სულ რამდენიმე წუთშივე აღმოჩნდა, რომ ყველაფერი – არაფერი ყოფილა …და თურმე ყველა/ფერი საუკეთესო იმ დღიდან დაიწყო. დიდი ტკივილის მიუხედავად, ახლაც სახეზე ბედნიერების ღიმილი მითამაშებს, წინ ლამაზად გაფერადებულ ფერად ფერად ნახატებად ვხედავ ჩვენს ერთად გავლილ წლებს!

ამ 35 -დან ცალკე ერთი ცხოვრება ვიცხოვრეთ ის ორ წელიწადზე მეტი როცა ბრძოლაში შევედით, როცა ერთმანეთს უსიტყვოდ უფრო მეტს ვეუბნებოდით ვიდრე ოდესმე. ეს დრო ყველაზე მეტი იყო, ჩვენს თავგადასავალში -როცა სიჩუმეში ვამბობდით ყველაფერს, როცა უთქმელად გამოვხატავდით ერთმანეთისადმი მადლიერებას!!!

მე უდიდესი მეგობარი, საოცარი ადამიანი მყავდა … მე სიკეთის ჯავშანი დავკარგე შენით… მაგრამ მაინც ერთად ვართ, იმდენი დამიტოვე, რომ სულ ჩვენ ვართ💕. – წერს ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ:

დღეს შუქი გაითიშება - ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

"ერთხელაც, ცხოვრების გზაზე, გამოჩნდება შენი ადამიანი, რომელიც მთელ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს" - ქალი, რომელიც გია ფერაძის გვარს დღემდე ატარებს