შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1747203071
„"შენ ხარ ბ***, ნამდვილი ბ***"... ასეთი შინაარსის ვიდეო მომიძღვნა გია სურამელიშვილმა და პირად შეტყობინებაში გამომიგზავნა.
ვიფიქრე საჯაროდ ვუპასუხებ-თქო, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან არა ვარ დარწმუნებული, საზოგადოების ნახევარზე მეტი ასე არ ფიქრობს ჩემზე“,- დაწერა დათო ლიკლიკაძემ სოციალურ ქსელში.
15 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი გია სურამელაშვილი საცხოვრებლად ქუთაისში გადადის. ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
ბევრმა ადამიანმა განსაკუთრებული აქცენტი ქუთაისელ ჟურნალისტზე დავით ლიკლიკაძეზე გააკეთა და წერდნენ რომ სურამელაშვილის ჩასვლის შემდეგ ლიკლიკაძეს უნდა შეეშინდეს რადგან შესაძლოა მის ინფლუენსერობას საფრთხე შეექმნას.
საპასუხოდ ლიკლიკაძე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა რომ ბაზარი დაარეგულირებს ყველაფერს და სანერვიულო არაფერი აქვს.
მოგვიანებით დათომ კომენტარებში გამომწერებს მიმართა და სთხოვა, გია სურამელაშვილზე ნეგატიური არაფერი დაწერონ.
„მეგობრებო გია სურამელაშვილი არის ძალიან კეთილი, უბოროტო და სასწაულად კარგი ადამიანი. გთხოვთ ნეგატიური კომენტარები არ იყოს. თან ბოზს ისედაც ყველა მეძახის ვისაც არ ეზარება და ცოტა ყურიც შევაჩვიე“