„სტაფილო ჭამე შვილოო...“ - პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი ილია მეორის იუმორზე
1774636119
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 31 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, ზირაქიშვილის, დრანდის, ხევისპირის და ბერთუბნის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), მიხეილ ხერგიანის, სანდრო კანდელაკის, კონსტანტინე ლესელიძის, მიქატაძის, საბაშვილის, კანდელაკის, ომარ ხიზანიშვილის და იპოლიტე ვართაგავას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.