1748446305
დიღომში ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ დიღომში ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მოეწყო სანიაღვრე ქსელი და 7 770 კვ. მ ფართობზე ორფენიანი ასფალტი იგება. მოსახლეობას ამ ქუჩაზე გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 184 999 ლარია გამოყოფილი.მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.