ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1748634601
გერმანიის ახალი მთავრობა აცნობიერებს მსოფლიოში არსებული ამჟამინდელი გამოწვევების აქტუალურობას და მათ ქმედებებით პასუხობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გერმანია აძლიერებს თავდაცვას და მხარს უჭერს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებს.
„ვაშინგტონში დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მივიღე. გერმანიის ახალი მთავრობა აცნობიერებს მსოფლიოში არსებული ამჟამინდელი გამოწვევების აქტუალურობას და მათ ქმედებებით პასუხობს. გერმანია აგრძელებს მუშაობას – აძლიერებს თავდაცვას, პეკინის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს აკავებს და მხარს უჭერს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებს“, – დაწერა მარკო რუბიომ.