1748635375
რუსეთში, საიდუმლო ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ გაჟონა - გამოქვეყნებულია მილიონობით დოკუმენტი

რუსეთში, საიდუმლო ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ გაჟონა. გამოქვეყნდა მილიონობით დოკუმენტი, მათ შორის, ორენბურგის ოლქში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ერთ-ერთი სარაკეტო ბაზის სრული სქემა. ინფორმაცია ერთდროულად გაავრცელა გერმანულმა "შპიგელმა" და დანიური გამოცემა "დენვოჩის" ჟურნალისტებმა.
"დენვოჩი" აღნიშნავს, რომ მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს რუსეთის ყველაზე დაცულ ობიექტებზე სამხედრო-ბირთვული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მასშტაბები. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ბაზები მასობრივად ინგრეოდა და ხელახლა შენდებოდა, ასევე, აშენდა ასობით ახალი ყაზარმა, სათვალთვალო კოშკი, მართვის ცენტრი, საწყობი და მიწისქვეშა გვირაბი.
ექსპერტები დოკუმენტების გაჟონვას "აბსოლუტურად წარმოუდგენელს" უწოდებენ da აღნიშნავენ, რომ აქამდე ღია წვდომაში მსგავსი არაფერი უნახავთ.