დღეს შუქი გაითიშება - თელასი მოსახლეობას აფრთხილებს

თელასი

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის  დასახლების, სოფელი ფონიჭალის, გორგასლის, კრწანისის, ნიშნიანიძის, კოსტავას, ხეივნის და შავნაბადას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.“ - ნათქვამია განცხადებაში.