„ტკივილიანი და სევდიანი ბოლო ზარი დაირეკა...“ - სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
1778271651
სანდრო მამუკელაშვილი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, თუმცა ქართველი კალათბურთელი ამბობს, რომ „ტორონტოში“ დარჩენა სურს.
გამოცემა Heavy წერს, რომ მომდევნო სეზონისთვის მამუკელაშვილს $2.8-მილიონიანი ოფცია აქვს, რასაც სანდრო დიდი ალბათობით არ გამოიყენებს და შეეცდება, „ტორონტოსთან“ გაუმჯობესებული პირობებით გააფორმოს კონტრაქტი.
პლეიოფის პირველ რაუნდში „კლივლენდთან“ მარცხის შემდეგ მამუკელაშვილმა თავის მომავალზე ისაუბრა: „ვფიქრობ, ბევრმა არ იცის, რომ შარშან სხვა გუნდები უფრო მაღალ ხელფასს მთავაზობდნენ, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტს სპორტული კომპონენტი წარმოადგენს. მინდოდა ისეთ გუნდში მეთამაშა, სადაც ტიტულებს მოვიგებდი.“