მეორე დღეც უმედლოდ - ვაჟა მარგველაშვილი მეორე წრეში დამარცხდა

მარგველაშვილი

უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები კვლავ უმედლოდ იმყოფება. ტურნირის მეორე დღეს საქმეში -66 კგ კატეგორიის ჯუკოდები ჩაერთნენ.

ვაჟა მარგველაშვილმა პირველი წრე დამაჯერებლად გაიარა და ბასხუ იონდონპერენლეი იპონით დაამარცხა. მეორე წრეში კი მისი მეტოქე ტაჯიკი მსოფლიოს პირველი ნომერი ნურალი ემომალი იყო, რომელმაც მიუხედავად ვაჟას აქტიურობისა, მაინც აშკარად აჯობა და მეოთხედფინალში დამსახურებულად გავიდა.

განაგრძე კითხვა