1747422287
„დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო...“ - მამარდა ვალენსიას დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ დაემშვიდობა. 24 წლის ფეხბურთელმა სპეციალური წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა და ესპანურ კლუბს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„ვალენსია“ ლა ლიგის 37-ე ტურში საკუთარ მოედანზე„ატლეტიკ ბილბაოსთან“ 0:1 დამარცხდა და თუ მამარდაშვილის წერილიდან ვიმსჯელებთ, ქართველმა მეკარემ „ღამურების“ მაისური არამესტალიაზე, არამედ კარიერაში ამ ეტაპზე უკანასკნელად მოირგო.
რას წერს ქართველი მეკარე:
„არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები...“

„ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს
1747675301