ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულ 5 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

ჩაქუჩი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები უკანონოდ ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ შენახული და შემდგომი გასაღების მიზნით ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", "ბუპრენორფინი", "მეთადონი", "კოკაინი" და "მარიხუანა", აგრეთვე ელექტრო სასწორი, მასზე არსებული ნარკოტიკული საშუალებების დანაშრევებით", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულთაგან 2 პირს ბრალდება 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, 1 პირს 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1 პირს 18,260-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, ხოლო 1 პირს 2731 მუხლის მეექვსე ნაწილით.

დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.