„ჩემი ძმის გათიშვას 8 კაცი ცდილობდა“ - ზვიად ლაზიშვილი

ლაზიაშვილი

MMA-ის ქართველმა მებრძოლმა, ზვიად ლაზიშვილმა Crystalsport-თან ინტერვიუს დროს აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა განაცხადა, რომ კამერებს მიღმა დაღესტნელი მებრძოლებისგან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა.

ლაზიშვილის თქმით, რამდენიმე დაღესტნელი მის ძმას, საბა ლაზიშვილს ლიფტთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„რა მოხდა კულისებს მიღმა? ისე მოხდა, რომ ჩემი ძმა, სამწუხაროდ, ფაქტობრივად მარტო დარჩა ამ მთელ დაღესტნელ „შანტრაბასთან“ ერთად. რვა კაცი ცდილობდა, რომ გაეთიშათ და რვა კაცი ურტყამდა - თან ჩვეულებრივი კი არა, პროფესიონალები და ერთ-ერთი წამყვანი მოჩხუბრები - ერთ პატარა ბიჭს, რომელიც გამოუცდელი მებრძოლია. დღესაც გაოცებული ვარ, როგორ არც ერთს არ ეყო ელემენტარული ვაჟკაცობა, რომ ან დაეცვათ ბიჭი, ან როცა ხედავდნენ, რომ ასე ვაჟკაცურად დადგა, ასე ძალიან არ გაემეტებინათ. ხანდახან რომ ვუფიქრდები, რა შეიძლებოდა ამ ყველაფერს მოჰყოლოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ჩემი ძმა ამტანია და ბევრის ატანა შეუძლია - სხვა რომ ყოფილიყო, შეიძლება სერიოზული ზიანი მიეღო. ან თუნდაც მასაც ისეთი დაზიანება მიეღო, რომ ინვალიდი დარჩენილიყო ან კომაში ჩავარდნილიყო. გამოცდილი მებრძოლი რომ გამეტებით გირტყამს თავში ფეხებსა და ხელებს, ეს ბევრად ცუდად შეიძლებოდა დამთავრებულიყო. ამაზე რომ ვფიქრობ, ცოტა მიჭირს გააზრება, მაგრამ ღვთის წყალობით, ღმერთმა გადმოგვხედა და ყველაფერი დადებითად და კარგად დასრულდა...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

https://www.crystalsport.ge/news/89932-chemi-dzmis-gatishvas-8-katsi-tsdilobda---interviu-zviad-lazishviltan 

✕