„არ გამიკვირდება 15 წამში რომ გათიშოს“ - ბისპინგი მომავალ ბრძოლაზე

ბისპინგი

ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას წინააღმდეგ მათი ბრძოლის ჩანიშვნისთანავე ქართველისთვის ცუდად მოსასმენ რეპლიკებს არ ისვროდა, თუმცა უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დაძაბულობა პიკს აღწევს და UFC Freedom 250-ის მთავარი დაპირისპირების მონაწილეები ერთმანეთის გათიშვით ემუქრებიან.

ვინ არის ამ ჩხუბში მისი ფავორიტი, UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა მაიკლ ბისპინგმა საინტერესოდ ისაუბრა და შეეცადა საკუთარი მოსაზრებები არგუმენტებით გაემყარებინა.

მაიკლ ბისპინგი:

„ვფიქრობ არავის გაუკვირდება, თუ ამ ბრძოლის ფავორიტად ილია თოფურიას დავასახელებ. „ელ მატადორი“ ოქტაგონში ქირურგიული სიზუსტით მოქმედებს და გიჟური ძალა აქვს. ჯასტინსაც მძიმე ხელები აქვს - ბოლოს და ბოლოს მან დასტინ პორიე გათიშა, თუმცა მსგავს რაღაცეებს თოფურია რეგულარულად აკეთებს და ამით გეიჯი ვერავის გააკვირვებს.“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე