სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
ტურიზმის სფეროს უკლებლივ ყველა წარმომადგენელსა და გულშემატკივარს მსოფლიო ტურიზმის დღეს ვულოცავ! მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც მასპინძლობთ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს - საერთაშორისო მოგზაურებს და ხელს უწყობთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარდგენასა და პოპულარიზაციას. თქვენი ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიო ტურიზმის დღე მიულოცა.
მილოცვაში მინისტრმა განაცხადა, რომ ტურიზმის მხარდაჭერა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, რომელიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, დარგი დივერსიფიცირებულად ვითარდება და აქცენტი კეთდება ისეთ სამიზნე ქვეყნებზე, საიდანაც შესაძლებელია მეტი მსყიდველუნარიანი ვიზიტორის ჩამოყვანა. მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროპის, სპარსეთის ყურის და აზიის ქვეყნებს- აღნიშნულ რეგიონებში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი მარკეტინგული კამპანიები, სტრატეგიული თანამშრომლობა როგორც საერთაშორისო პლატფორმებთან და ავიახაზებთან, ისე წამყვან მედია საშუალებებთან და ტურისტულ კომპანიებთან.
„მჯერა, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, გავაგრძელებთ ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და მდგრადი პოლიტიკის განხორციელებას, რათა ქვეყანამ სრულად გამოიყენოს თავისი პოტენციალი და კიდევ უფრო გაამყაროს ადგილი ტურიზმის საერთაშორისო რუკაზე“ - განაცხადა მინისტრმა.