ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება
1767902658
ფრანგი მსახიობის, ბრიჯიტ ბარდოს გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა. ინფორმაცია მისმა მეუღლემ, ბერნარ დ'ორმალმა, ჟურნალ Paris Match-ს გაუმხილა.
დ'ორმალმა განაცხადა, რომ ბარდომ კიბოს მკურნალობის ფარგლებში ორი ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა. მისივე თქმით, ჩარევამ გართულებების გარეშე ჩაიარა, თუმცა დაავადება პროგრესირებას განაგრძობდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზურგის ძლიერმა ტკივილსა და საერთო გამოფიტვას მისი მეუღლის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. დ'ორმალის თქმით, მსახიობმა რამდენჯერმე ისაუბრა სიცოცხლის სურვილის დაკარგვაზე.
„ბოლო თვეების განმავლობაში ეს რამდენჯერმე წამოსცდა - ფიზიკური ტანჯვის მომენტებში ამბობდა, რომ ყველაფერი მოჰბეზრდა“, - განმარტა დ'ორმალმა.
ფიზიკური ტანჯვის მიუხედავად, მსახიობმა საღი აზროვნების უნარი შეინარჩუნა და სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ზრუნავდა იმ ცხოველების ბედზე, რომლებსაც კინოკარიერის დასრულების შემდეგ საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა.
ბრიჯიტ ბარდო 28 დეკემბერს, სენ-ტროპეში, საკუთარ სახლში, 91 წლისა გარდაიცვალა.