1767957726
„გქონიათ მომენტი, როდესაც ოთახში შეხვედით და არ გახსოვს რისთვის“ – გიორგი ღოღობერიძე განმარტავს რატომ ხდება ეს
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც მეხსიერებას ეხება.
„გქონიათ მომენტი, როდესაც ოთახში შეხვედით, რაღაც უნდა აგეღოთ, ან შეგენახათ და არაფერი აღარ გახსოვთ. ახლა აგიხსნით ეს რატომ ხდება. ჩვენ ადამიანებს გვაქვს რამდენიმე სახის მეხსიერება, მათ შორისაა სამუშაო მეხსიერება. ჩვენი თავის ტვინი თითოეულ გარემოში იყენებს ახალ სამუშაო მეხსიერებას.
როდესაც ერთი ოთახიდან სხვაში გადავდივართ, ტვინი მეხსიერებას აახლებს. როდესაც აღარ გახსოვს, რატომ შეხვედი ოთახში, ნაბიჯი უკან და თავის ტვინი ინფორმაციას მალევე მოგაწვდის. ყველაზე ხშირად მსგავსი რაღაცები ხდება მაშინ, როდესაც თქვენ სტრესულ გარემოში ხართ“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.











