რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა დაცვის მხარემ ჩვენება უდავოდ გახადა

რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი

საქალაქო სასამართლოში რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა დაცვის მხარემ ჩვენება უდავოდ გახადა. პროცესზე ასევე, გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებები.

რომეო მიქაუტაძეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.