ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება
1767902658
აშშ თანდათან ზურგს აქცევს ზოგიერთ მოკავშირეს და თავისუფლდება საერთაშორისო წესებისგან, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგი ელჩების წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას.
მან ასევე აღნიშნა დიპლომატიურ ურთიერთობებში სულ უფრო მზარდი „ნეოკოლონიური აგრესიულობა“.
„მულტილატერალიზმის ინსტიტუტები სულ უფრო ნაკლებად ეფექტურად მუშაობენ. ჩვენ ვცხოვრობთ დიდ სახელმწიფოთა სამყაროში, სადაც არსებობს მსოფლიოს გადანაწილების რეალური ცდუნება“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.
თავის გამოსვლაში ემანუელ მაკრონმა ასევე დაადასტურა, რომ ის უარყოფს როგორც „ახალ კოლონიალიზმსა და ახალ იმპერიალიზმს“, ასევე დამარცხების განწყობას.
ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად, ის, კერძოდ, გაეროში „ხელახალი ინვესტირებისა“ და მისი როლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
„უცნაური იქნებოდა, ასე რომ არ მოვიქცეთ“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
„ის, რისი მიღწევაც საფრანგეთისა და ევროპისთვის შევძელით, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მეტი სტრატეგიული ავტონომია და ნაკლები დამოკიდებულება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ასევე ჩინეთზე“, - დასძინა მან.