აშშ ზურგს აქცევს მოკავშირეებს - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „წესებზე დამყარებული გლობალური წესრიგის იგნორირებისთვის“.

„აშშ არის დამკვიდრებული ძალა, რომელიც თანდათან ზურგს აქცევს ზოგიერთ მოკავშირეს და თავისუფლდება საერთაშორისო წესებისგან, რომლის წინ წაწევასაც თავად ახდენდა“, – განაცხადა მაკრონმა.

თავის გამოსვლაში მაკრონმა აღწერა „მტაცებელი გლობალური ძალები, რომლებიც სამყაროს გავლენის სფეროებად დაყოფისკენ მიისწრაფვიან და სადაც აშშ დომინირებს დასავლეთ ნახევარსფეროში“.

„ჩვენ ვვითარდებით დიდი ძალების სამყაროში, სადაც არსებობს რეალური ცდუნება, რომ მსოფლიო დაიყოს. ის, რაც ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ზოგჯერ დღეებში, არ ამცირებს ამ შეფასებას“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ამავე გამოსვლაში აშშ ვაჭრობის წესებისა და „უსაფრთხოების ზოგიერთი ელემენტის“ დარღვევაში დაადანაშაულა.