მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე საქართველოს შესახებ პოსტს აქვეყნებს

ტურიზმი

თუ ოცნებობთ მსოფლიოს ულამაზესი ადგილების მონახულებაზე და წლევანდელი სამოგზაურო გეგმა ჯერ კიდევ არ შეგიდგენიათ, ჩვენ გაგიზიარებთ ერთ საიდუმლოს: ყოფილხართ ოდესმე საქართველოს დედაქალაქში? ეს არის ქალაქი ულამაზესი პარკებით, ჩანჩქერებით და მუზეუმებით, კარგი რესტორნებითა და რა თქმა უნდა, მზარდი ღამის კლუბებით. თბილისს გაცილებით ბევრი რამ შეუძლია შემოგთავაზოთ, ეს ქალაქი გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი მოგზაურობა დასამახსოვრებელი იქნება,- წერს ITB Berlin.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფორმაციით, 6 მარტიდან საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

ბერლინის ტურისტული გამოფენა Facebook მომხმარებელს საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოფენაზე დასწრებას ურჩევს.

ITB 2023 ბერლინში 6-9 მარტს გაიმართება