კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

საირმის თანამშრომლები გაიფიცნენ

კომპანია "საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლები გაიფიცნენ.  დასაქმებული 30 ადამიანი დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებს. მათი თქმით, მინიმალურ ხელფასზე  სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ. ისინი ხელფასის 30%-იან მატებას და შრომის უსაფრთხო პირობებს მოითხოვენ.

გაფიცულები, მოთხოვნების შესრულებამდე, პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ.  მათ მხარდაჭერას პროფკავშირი "ლაბორი" უცხადებს. კომპანიაში, ამ დროისთვის, კომენტარს არ აკეთებენ.

თანამშრომლების მოთხოვნებია:

ხელფასების 30 პროცენტით ზრდა;
საქსტატის მონაცემების გათვალისწინებით ხელფასების ყოველწლიური ინდექსაცია;
დამსაქმებელმა დაფაროს საპენსიო გადასახადი;
უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა;
ანტისანიტარიის მოწესრიგება;
კოლექტიური შეთანხმება.

გაფიცულების თქმით, გაფიცვამდე 21 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამედიაციო პროცესი, თუმცა ვერ მოხდა შეთანხმება.