ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისთვისაც სექტემბრის ბოლოდან რთული პერიოდი იწყება

ასტროლოგია

ასტროლოგების პროგნოზით, სექტემბრის ბოლოდან ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის შედარებით რთული და დატვირთული პერიოდი იწყება. ცვლილებები განსაკუთრებით ურთიერთობებს, ფინანსებსა და პროფესიულ საკითხებს შეეხება.

ვერძი - სექტემბრის ბოლო შესაძლოა ურთიერთობებში დაძაბულობითა და გაუთვალისწინებელი უთანხმოებებით გამოირჩეოდეს. ასტროლოგები ვერძებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

კირჩხიბი - ამ პერიოდში შესაძლოა გაიზარდოს ემოციური დატვირთვა. ოჯახური საკითხები და პირადი ურთიერთობები დამატებით ყურადღებას მოითხოვს.

სასწორი - სექტემბრის ბოლოს სასწორებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. შესაძლოა საჭირო გახდეს როგორც ურთიერთობების, ისე სამომავლო გეგმების გადახედვა.

თხის რქა - პროფესიულ სფეროში პასუხისმგებლობები და დატვირთვა შეიძლება გაიზარდოს. ფინანსურ საკითხებში კი ასტროლოგები იმპულსური გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.