„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1778529855
ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი 11-17 მაისის კვირის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს.
„კვირის ფავორიტები: ვინ არიან იღბლიანი ზოდიაქოები 11-დან 17 მაისამდე?
...გაჩერდით და ამოისუნთქეთ! ამ კვირაში სამყარომ საბოლოოდ გადაწყვიტა: „მერწყულებმა უკვე საკმარისი ტრანსფორმაცია გაიარეს, დროა, ცოტათი დაისვენონ“.
11-დან 17 მაისამდე პერიოდს თქვენთვის შვების განცდა მოაქვს.საქმეები თითქოს თავისთავად დაიწყებენ მოძრაობას , ყოველგვარი ზეწოლის, ჭაპანწყვეტისა და იმ მუდმივი კითხვის გარეშე: „კიდევ რა უნდა მოხდეს?!“
ეს ის პერიოდია, როდესაც შეგიძლიათ ოდნავ მოეშვათ, ბედისწერა კი თავად მოგიტანთ საჭირო კარებს, ადამიანებსა და მინიშნებებს.
მთავარია — არ უგულებელყოთ ის, რაც იოლად მოდის.
დაიმახსოვრეთ: ხშირად სწორედ სიმსუბუქეა იმის ნიშანი, რომ თქვენ, როგორც იქნა, სწორ ნაკადში მოხვდით.
მერწყულებო, ეს კვირა თქვენთვის იქნება სუფთა ჰაერის ყლუპი ხანგრძლივი ცვლილებების შემდეგ",- წერს იოსელიანი.