ზაზა თელია ომეგა 3-ის შესახებ გავრცელებულ მითს არღვევს
1771778237
2026 წლის 17 თებერვალს მერწყულის ნიშანში მზის "რგოლისებრი" დაბნელებით დაბნელების დერეფანი გაიხსნა. 3 მარტს კი ქალწულის ნიშანში, მთვარის დაბნელებით დაიხურება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს 2-კვირიანი პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა.
მიმდინარე დღეები ენერგეტიკულად ინტენსიურად და არასტაბილურად ითვლება. მოვლენები შესაძლოა, სწრაფად და არაპროგნოზირებადად განვითარდეს.
ყველაზე დიდ გავლენას მერწყულის, ქალწულის, თევზებისა და ლომის ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, დაბნელების დერეფნის ენერგია ყველა ადამიანზე მოახდენს გავლენას.
ამ პერიოდში, როგორც წესი, ადამიანები მომატებულ შფოთვასა და ემოციურობას გრძნობენ. თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
ასევე, დაბნელებამდე ორი დღით ადრე და ორი დღის შემდეგ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება რეკომენდებული არ არის. ჯობს, სიტუაცია, კარგად გააანალიზოთ. თუ თქვენ ამ პერიოდში მოულოდნელად წამოხვალთ სამსახურიდან, საყვარელ ადამიანს დაშორდებით, აიღებთ დიდ ფინანსურ ვალდებულებებს, მიიღებთ ისეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას, რაც ყოველდღიურობას შეგიცვლით, შესაძლოა, შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ. ემოციური პერიოდი მალე გაივლის და როდესაც გადაწყვეტილებებს ფხიზელი გონებით შეაფასებთ, დიდი ალბათობით, არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდებით.
დაბნელების დერეფნის დროს რეკომენდებულია, თქვენს სურვილებსა და მიზნებზე კონცენტრირდეთ, არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე იფიქროთ, გააანალიზოთ წარსულის შეცდომები და განახლებული ეტაპი დაიწყოთ.
აღნიშნული პერიოდი თითოეულ ადამიანს უბიძგებს, რომ სამუდამოდ დატოვოს წარსულში ის, რაც არასასიამოვნო და არასაჭიროა და გარდაუვალ ცვლილებებზე იფიქროს...ვრცლად