1771781654
ზაზა თელია ომეგა 3-ის შესახებ გავრცელებულ მითს არღვევს
ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია პოდკასტში ომეგა 3 შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო დროინდელმა ყველაზე სანდო კვლევებმა ამ დანამატის განსაკუთრებული სარგებელი ვერ დაამტკიცა.
„ომეგა 3-ის ისტორია ესკიმოსებზე დაკვირვებიდან მოდის. ისინი უპირატესად თევზს და შესაბამისად, ომეგა 3 მოიხმარდნენ. ზედაპირული დაკვირვება მოახდინეს, რომ რაღაც ტიპის დაავადებები მათთან ნაკლებად იყო გავრცელებული. აქედან დაასკვნეს, რომ ესე იგი ამაში კარგი გაგებით „დამნაშავე“ ომეგა 3 იყო. თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა ვერცერთი მიმართულებით ვერ აჩვენა, რომ ომეგა 3 დაავადებების რისკებს ამცირებს. როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსივნე, დიაბეტი და სხვა დაავადებები“ - ამბობს ექიმი.










