„თუ გაინტერესებს, ადამიანები რას ფიქრობენ შენზე, ჰკითხე, რომელ ფერთან ასოცირდები“ - ასტროლოგი ფერების მნიშვნელობას განმარტავს

ფერები ზოდიაქო

„თუ გაინტერესებს, ადამიანები რას ფიქრობენ შენზე, ჰკითხე, რომელ ფერთან ასოცირდები“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი საუბრობს და ფერების მნიშვნელობას განმარტავს.

თეთრი - რომ სანდო ადამიანი ხართ, თქვენ საიმედო ხართ მისთვის და ბედნიერების შეგრძნება მოგაქვთ.

ვერცხლისფერი - თქვენ მისთვის მოქნილი ადამიანი ხართ და სიმშვიდე მოგაქვთ.

ოქროსფერი - ადამიანისთვის ფასეული ხართ და ის ძალიან უფრთხილდება თქვენთან ურთიერთობას.

ლურჯი - თქვენ გენდობიან და ყოველთვის ითვალისწინებენ თქვენს შეხედულებას.

ნაცრისფერი - ადამიანისთვის არ ხართ დიდად მნიშვნელოვანი.

ცისფერი - მისთვის სამართლიანი და მართალი ადამიანი ხართ.

შავი - ადამიანისთვის არაპროგნოზირებადი, მოულოდნელობებით აღსავსე, თუმცა სევდიანი ხართ.~

მწვანე - თქვენს გვერდით მშვიდად გრძნობენ თავს.

ყავისფერი - ბრძენ, სტაბილურ ადამიანად მიგიჩნევენ, რომელიც მუდამ ეგულებათ გონივრული რჩევის მისაღებად.

წითელი - ვნება და შარმი გამოგარჩევთ, მისთვის სულ ერთი ნამდვილად არ ხართ.

იისფერი - იდუმალ, მეოცნებე და მსუბუქ პიროვნებად მიგიჩნევენ, რომელიც ბევრისთვის შთამაგონებელია.

ყვითელი - მისთვის, გამორჩეული და სიცოცხლით აღსავსე ადამიანის შთაბეჭდილებას ცდილობთ.

ვარდისფერი - ნაზი, მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანი ხართ.

ნარინჯისფერი - მხიარული, გახსნილი და კრეატიული ადამიანი ხართ, რომელიც მზადაა თქვენთან ერთად მათი რეალიზებისთვის.