რა სიმპტომები ახასიათებს დენგეს ვირუსს, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა
1779913441
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც სამყაროს ტრანსფორმაციაზე წერს:
„საერთოდ, მომავლის სამყარო საკმაოდ ტრანსფორმაციული და ბოლომდე რეფორმული იქნება.
დედამიწამ უკვე განიცადა ერთგვარი ნახტომი ძველსა და ახალ რეალობას შორის, მაგრამ ეს პროცესი გრძელდება. კაცობრიობა თავად აკეთებს ამ დროში არჩევანს თუ საით წავა მოვლენები, ერთპოლუსიანი დემონური მმართველობისკენ, თუ მრავალმხრივი განვითარებისკენ.
კოსმოსურ სამყაროშიც ტრანსფორმაციების მმართველი პლანეტა პლუტონის ინგრესიაც მერწყულში სწორედ ამას წევს ზედაპირზე. მომავალი აღარ ეკუთვნის იმას, ვინც ძალას ფლობს, არამედ, იმას, ვინც ცნობიერებას აფართოებს.
ცოდნა კარს არ ხსნის, ის უბრალოდ გვაჩვენებს კიდევ რამდენი კარი არსებობს. სიმძიმის ყველა ეტაპი ადრე თუ გვიან დასრულდება, როგორც მშობიარე ქალს უწევს ტკივილის გადატანა, ასეა მიმდინარე პერიოდიც. უბრალოდ, ამ დროში ჩანს თუ ვინ რა მხარეს ირჩევს დგომას.
მართალი ადამიანი, ისედაც გამარჯვებულია. მსოფლიოში ძალიან დაცხება ბევრ თემაში მომდევნო პერიოდებსა და წლებში. მომავლის ომი მიწისთვის კი არა, შეიძლება ადამიანთა გონების იყოს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.