1787563560
როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადამიანის ცხოვრებაზე
როგორც ასტროლოგები ამტკიცებენ, დაბადების დრო ჩვენს გარეგნობას და ხასიათს განსაზღვრავს, შესაბამისად, გავლენას ახდენს თითოეული ადამიანის ბედზე.
ასტროლოგიაში მიღებულია დღის 12 მონაკვეთად დაყოფა, სადაც თითო მონაკვეთი 2 საათი გრძელდება. განვიხილოთ თითოეული მონაკვეთი.
00:00 - 02:00 დროის ამ მონაკვეთს მერკური მფარველობს. ამ დროს დაბადებული ადამიანები სწავლის დროს წარჩინებული მოსწავლეები და სტუდენტები არიან. მათ შესანიშნავი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები აქვთ და თავიანთ ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ხშირად მათი საქმიანობა მივლინებებს და კომუნიკაციას უკავშირდება. სასიყვარულო ურთიერთობებში ეს ადამიანები ძალიან გახსნილები ან პირიქით, ძალიან დახურულები არიან.
02:00 - 04:00 ამ დროს დაბადებულ ადამიანებს პლანეტა ვენერა მფარველობთ. მათ ყველაზე კარგად ფულთან ურთიერთობა და ფინანსური ოპერაციების განხორციელება ეხერხებათ. წარმოუდგენელი შრომისმოყვარეები არიან. ყველაზე მეტად სახლში კომფორტს აფასებენ და ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთება უყვართ. აღმერთებენ ხელოვნებას და მუსიკას. სიყვარულში ყველაზე მეტად ერთგულებას და თავდადებას აფასებენ.
04:00 - 06:00 ამ დროს დაბადებულ ადამიანებს მარსი მფარველობს. ისინი კაშკაშა და ნათელი ადამიანები არიან და ყველასგან გამოირჩევიან, თუმცა ზოგჯერ შეიძლება აგრესიულებიც გახდნენ. სიყვარულში მათ ძლიერი ნებისყოფის ადამიანი სჭირდებათ. ხშირად კარიერაში შესანიშნავ შედეგებს აღწევენ.
06:00 - 08:00 ამ დროს დაბადებულ ადამიანებს ნეპტუნი მფარველობს. ბევრი მათგანი ძალიან რელიგიურია და გამორჩეული სულიერება ახასიათებს. მათ შეუძლიათ ყველას და ყველაფერს გაუგონ, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობაში ხშირად მოულოდნელი და აუხსნელი ქმედებები ახასიათებთ. განაგრძეთ კითხვა...












