24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

მონეტა

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 2021 წელს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღების წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

„დღეს საქართველოს აქვს თავისი კონსტიტუცია... რომლითაც იგი თამამად და ამაყად წარდგება მსოფლიოს წინაშე!“ ეროვნული ბანკის სტატუსი საქართველოს კონსტიტუციითაა განსაზღვრული, რაც მის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მოქმედი კონსტიტუცია კი, რომლის ხელმომწერთა შორის იყო სახელმწიფო ბანკის საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ელიავა, სწორედ 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეფუძნება.  

2021 წელს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღების წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა გამოუშვა“, - წერს ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელში..