ავარია ველისციხეში მსხვერპლით დასრულდა - ცნობილია გარდაცვლილის ვინაობა
1779351615
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს. იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს თემაზე: როგორ გამოვიყენოთ პლაცებოს ეფექტი და თვითჰიპნოზი ცხოვრების სამართავად:
„ადამიანების უმეტესობას მიაჩნია, რომ პლაცებო უბრალოდ სამედიცინო ტყუილია - შაქრის აბი, რომელსაც ექიმები პაციენტის დასამშვიდებლად იყენებენ. თუმცა, თანამედროვე ნეირომეცნიერებამ და ფსიქოლოგიამ სრულიად სხვა რეალობა დაგვანახა: პლაცებო უბრალო თვითმოტყუება არ არის. ეს რწმენის ძალისხმევით ფიზიკური რეალობის ტრანსფორმაციაა. ეს არის ბიოლოგიური მექანიზმი, როდესაც ტვინი იღებს ბრძანებას და თავად იწყებს იმ ქიმიური ნივთიერებების გამომუშავებას, რომელსაც გარედან ელოდებოდა.
თუ ჩვენს ფსიქიკას შეუძლია ფიზიკური ტკივილის გაყუჩება მხოლოდ იმიტომ, რომ „დაიჯერა“ აბის ეფექტიანობა, გამოდის, რომ ხელთ გვაქვს კოგნიტური მართვის უძლიერესი ინსტრუმენტი. კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ როგორ უნდა გადავრთოთ ეს მექანიზმი ავტოპილოტიდან ცნობიერ მართვაზე და ის ყოველდღიურ სტრატეგიად ვაქციოთ.
პასუხი რომ ვიპოვოთ, ორი ისტორიული ფიგურის კონკრეტულ მეთოდებს უნდა გადავხედოთ“,- წერს რამაზ გიგაური.