„როგორ ასახავს ჩვენი ორგანოები ჩვენს ემოციებს“ - ქეთევან ჯანდიერი ენერგეტიკულ ჯანმრთელობაზე

კუჭი

ადამიანთა კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური პრობლემები ხშირად მხოლოდ ფიზიკური სიმპტომები არაა. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ეზოტერიკოსი ქეთევან ჯანდიერი აღნიშნავს, რომ ეს ორგანოები ჩვენი შინაგანი „დამმუშავებელი ცენტრებია“, სადაც არ ხდება მხოლოდ საკვების, არამედ ემოციებისა და ცხოვრების გამოცდილების გადამუშავებაც.

კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა შებერილობა, სიმძიმე, მტკივანი შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშ ან გულძმარვა, შესაძლოა წარმოიშვას ჩაკეტილი, გამოუხატავი ემოციების ან გადაუმუშავებელი გამოცდილების შედეგად. იგი განმარტავს, რომ კუჭი ენერგეტიკულად დაკავშირებულია ჩვენს უნარს, ჩავიდეთ და მივიღოთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის, ხოლო ნაწლავები ასახავენ, რამდენად შეგვიძლია „გავშვათ“ კონტროლი, შიში, წარსული ან ტკივილი.

„გახსოვთ ალბათ, ჩემი სტატიები: “სხეულის ენით ნათქვამი ენერგო პრობლემა და მისი გადაჭრის რეკომენდაციები” დღეს შევეხები: კუჭ-ნაწლავს, ნაღვლის ბუშტს და ღვიძლს.. რაც არის, ჩვენი შინაგანი “დამამუშავებელი ცენტრები”

ფიზიკური ჩივილები: მონელების პრობლემები, შებერილობა, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, სიმძიმე, გულძმარვა, ან ნაღვლის დისბალანსი — ხშირად მხოლოდ “დახშული ემოციების” ან გადაუმუშავებელი ცხოვრების გამოცდილების ენაზე ნათქვამი სიგნალებია!

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი წარმოადგენს ადამიანის “შინაგან ქარხანას”, სადაც ხდება არა მხოლოდ საკვების, არამედ ემოციებისა და გამოცდილების გადამუშავება.

როცა ეს სისტემა ირღვევა, სული თითქოს გვეუბნება: “შენ ძალიან ბევრს იღებ შენს თავზე, მაგრამ ვერ აძლევ თავს ნებას, გამოუშვა გარეთ.” “ვერ ამუშავებ იმას, რაც ხდება შენს გარშემო.”

კუჭი ენერგეტიკულად უკავშირდება ჩვენს უნარს, დავამუშავოთ და მივიღოთ ცხოვრება ისეთი როგორიც არის. როცა ადამიანი მუდმივად აჩერებს საკუთარ ემოციებს — არ ამბობს, არ გამოხატავს, “ყლაპავს” — კუჭი იღებს ამ დარტყმას.

სხეული ამბობს: „მე ვცდილობ გადავამუშაო ის, რაც შენ უარყავი.“

ასეთ დროს ჩნდება სიმძიმე, მჟავიანობა, წვა ან “წრიალი/შფოთვა” კუჭის მიდამოში.

ნაწლავები ასახავენ, რამდენად შეგვიძლია გავუშვათ — კონტროლი, შიში, ტკივილი, წარსული. როცა ადამიანი ცდილობს ყველაფრის კონტროლს სხეული “იჭედება”. ნაწლავები გვეუბნებიან: „ნუ აკავებ იმას, რაც უნდა გავიდეს.“ მაღალი შინაგანი კონტროლი ხშირად იწვევს ყაბზობას; ზედმეტი შფოთვა — ნაწლავის გაღიზიანებას (დიარეას)..

ვისაც კუჭის ან ნაწლავის (გასტრო-ენტეროლოგიური) პრობლემები აქვს, შიგნით დამალული აქვს ბრაზი, რომელსაც არ გამოხატავს შიშის, ვალდებულების ან დანაშაულის გრძნობის გამო. ენერგეტიკულად ეს არის ჩაკეტილი სოლარული პლექსუსი (მანიპურა) — ძალის ცენტრი, რომელიც ამბობს: „მე მაქვს უფლება, ვიგრძნო და გამოვხატო.“

როცა ადამიანი წარსულში განცდილი ემოციებით ცხოვრობს ის გაუცნობიერებლად მათ სხეულში ინახავს და ნაწლავები ხდებიან “დროის მჭამელები.” ისინი ცდილობენ, გათავისუფლდნენ, მაგრამ ტვინი ისევ ძველზე ფიქრობს.

სხეულის გზავნილი: კუჭ-ნაწლავის დარღვევები ხშირად ჩნდება იმ დროს, როცა ადამიანი ცხოვრების რიტმსა და საკუთარ სულიერ საჭიროებებს შორის წონასწორობას კარგავს.

ეს შეიძლება იყოს პერიოდი, როცა:

1. ბევრს “ითმენს”;

2. სხვების გრძნობებს აყენებს წინ საკუთარ თავზე;

3. ან გრძნობს, რომ ვერ გამოხატავს შინაგან “მე”-ს.

სხეული ამბობს: „თუ შენ არ იტყვი, მე ვიტყვი შენს მაგივრად.“

ეს პირველი სავარჯიშოა რაც თვითანალიზისა და გაცნობიერებისთვის გამოდგება! (გაღრმავებული თვითდაკვირვების მეთოდია)

მშვიდად დაჯექი, დახუჭე თვალები და ჰკითხე საკუთარ თავს:

1. რა არ შემიძლია “გადავამუშავო”?

2. რა ემოციას ვყლაპავ ყოველდღე?

3. რას ვერ ვუშვებ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი — დროა?

ჩაიწერე პასუხები, მერე დახიე, ან დაწვი ფურცელი.. გააკეთე ეს ყოველდღე 3,7,9,12,17, ან 21 დღემდე.. (დღეების თერაპიული რაოდენობა თავად შეარჩიეთ, რომელი უფრო კომფორტული და ადექვატური იქნება თქვენთვუს) სხეულის სიმძიმე ნელ-ნელა შერბილდება, როცა გულწრფელად აღიარებ, რას იმალავ შიგნით.

ეს პოსტი შედგენილია ზოგადი ჭრილით, თუ პერსონალური/ინდივიდუალური მუშაობა გჭირდებათ და გნებავთ ენერგო დიაგნოსტირება, სეანსის შეძენის სურვილის შემთხვევაში, დამიკავშირდით მესენჯერში.. მომწერეთ “ჩაკრა” და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ჩემს საავტორო მეთოდზე..

ნაღვლის ბუშტს რაც შეეხება, ის არის გადაწყვეტილებისა და ქმედების ენერგია. როცა იქ ჩნდება სტაგნაცია ან ტკივილი, ეს ნიშნავს, რომ სული ამბობს: “შენ ზუსტად იცი რა გინდა, მაგრამ ვერ ბედავ ნაბიჯის გადადგმას.”

ღვიძლი კი — ჩვენი გრძნობების ალქიმიკოსია. ის აგროვებს ბრაზს, შიშს, წყენას და ცდილობს, გადააქციოს ეს ყველაფერი სუფთა ენერგიად.

როცა ბრაზი არ გამოითქმება, არამედ “გადაყლაპულია”, ღვიძლი იძაბება და ნაღველი სქელდება.

ფსიქოემოციური ფესვები ამ ყოველივესი..

მუდმივი სურვილი ყველაფრის კონტროლისა; დანაშაულის ან ვალდებულების ძლიერი გრძნობა (“გჭამს შიგნიდან”); საკუთარი ემოციების ჩახშობა, განსაკუთრებით ბრაზი და წყენა; შიში, რომ “თუ ყველაფერს არ გააკონტროლებ, ყველაფერი ჩამოგენგრევა”; ბრაზი საკუთარი თავის მიმართ, “რატომ ვერ ვთქვი”, “რატომ ვერ მოვიქეცი სხვანაირად”.

ფიზიოლოგიური ასპექტები: სამედიცინო თვალსაზრისით, კუჭ-ნაწლავის დისბალანსის გავრცელებული მიზეზებია:

სტრესი და ნერვული დაძაბულობა — იწვევს კუჭის მჟავიანობის ცვლილებას, ნაწლავის მოძრაობის დარღვევას, ნაღვლის სტაგნაციას;

არარეგულარული კვება, გადამუშავებული საკვები, შაქარი და ცხიმები;

ღვიძლის გადატვირთვა — ალკოჰოლი, წამლები, ანთებითი პროცესი, ჰორმონალური ცვლილებები;

ნაღვლის ბუშტის დისფუნქცია: ნაღვლის ნაკადის შეფერხება, რაც იწვევს მონელების გაუარესებას და სიმძიმეს;

”მიკრობიოტის” დისბალანსი: ნაწლავური ფლორის ცვლილება, რომელიც ხშირად ემოციურ მდგომარეობასთან არის კავშირში.

(მკურნალობა ტრადიციულად აუცილებელია — კვლევა, ანალიზები, ექიმის რჩევა — მაგრამ ენერგეტიკულად რეგენერაცია ყოველთვის უფრო სწრაფია, როცა შიგნიდანაც დავალაგებთ ემოციას!!)

სულიერი გზავნილი და რეკომენდაცია შენთვის:

„გაათავისუფლე ის, რაც უკვე აღარ გჭირდება. შეინახე მხოლოდ ის, რაც გავსებს, არა ის, რაც გძაბავს.“

როცა სხეული გეუბნება, რომ ვერ “ამუშავებს” ესეიგი ის გთხოვს სიმშვიდეს.

როცა (სპაზმი) ტკივილი ჩნდება მუცელში ან ფერდქვეშ, ის გთხოვს, გამოხატო ემოციურად რა “გტკივა”.

ნუ დაადანაშაულებ თავს, უბრალოდ ისწავლე ახალი რიტმი — ღრმა ჩასუნთქვა და გაშვება დისკომფორტის ამოსუნთქვასთან ერთად.

ჩემო საყვარელო მკითხველო გიტოვებ, სავარჯიშოს შინაგანი გათავისუფლებისთვის:

მოძებნე მშვიდი სივრცე. დახუჭე თვალები და დაიდე მარჯვენა ხელი მუცელზე. ჩაისუნთქე ღრმად და თქვი:

“მე ვუშვებ ყველაფერს, რაც აღარ მჭირდება.” ამოსუნთქვისას წარმოიდგინე, რომ სხეულიდან გამოდის მძიმე ენერგია: შიში, ბრაზი, კონტროლი და შენში მის სანაცვლოდ შემოდის თბილი სინათლე.

შემდეგ ორივე ხელი დაიდე მარჯვენა ფერდქვეშ, ღვიძლის არეში და თქვი:

“მე ვპატიობ საკუთარ თავს ყველაფერს და ბოდიშს ვუხდი ყველაფრისთვის, რაც გადავაყლაპე.” ბოლოს დალიე ერთი ჭიქა თბილი წყალი ან მცენარეულ ნაყენი (პიტნა, ქონდარი ან გვირილა) ეს იქნება ენერგეტიკული ბალანსის სიმბოლო.

ძილის წინ სათქმელი ტექსტი/აფირმაცია: „მე მშვიდად ვიღებ და ვუშვებ ყველაფერს. ჩემი სხეული ახერხებს გადამუშავებას მარტივად და თავისუფლად. ჩემი ენერგია სუფთაა, ჩემი გრძნობები ბალანსშია. მე ვიღებ საკუთარ ცხოვრებას სიყვარულით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.