პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
1782225440
მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში მარტივ რიტუალს გვიზიარებს, რომელიც ორშაბათს უნდა გავაკეთოთ.
„ორშაბათს ბანკნოტი ხელისგულზე მოისვი და სიმდიდრის ენერგია გაააქტიურე!
ორშაბათი მთვარის დღეა. ხოლო მთვარე ზრდას, გამრავლებასა და ყველაფერს მართავს, რისი ხილვაც მხოლოდ ოცნებებში კი არა, საკუთარ საფულეშიც გვინდა. ამიტომ ეს დღე შესანიშნავია მარტივი პრაქტიკებისთვის, რომლებიც კეთილდღეობასა და ახალ ფინანსურ შესაძლებლობებზე გვაწყობს.
რიტუალი ბანკნოტით
ორშაბათს დილით აიღეთ ნებისმიერი ბანკნოტი. სასურველია უფრო მაღალი ნომინალის , რომ სამყარომ თავიდანვე გაიგოს, რომ წვრილმანებისთვის არ მოსულხართ
რა უნდა გააკეთოთ:
აიღეთ ბანკნოტი ხელში.
მარცხენა ხელისგულზე საათის ისრის მიმართულებით 7-ჯერ მოისვით.
იგრძენით სითბო ხელისგულში.
წარმოიდგინეთ, როგორ მოდის ფული თქვენს ცხოვრებაში მარტივად, სწრაფად და სხვადასხვა წყაროდან.
თქვით: „ფულს მადლიერებით ვიღებ და კეთილდღეობას ჩემს ცხოვრებაში ვიწვევ. ეს ბანკნოტი სიმრავლის ენერგიას აძლიერებს და ფინანსურ წარმატებას ჩემკენ მოიზიდავს. ასეა. ასე იქნება. დაე, ასე იყოს.“
ამის შემდეგ ბანკნოტი საფულეში შეინახეთ და 3 დღის განმავლობაში თან ატარეთ. ამ პერიოდში არ დახარჯოთ.
გასაძლიერებლად: საფულეში დაფნის ფოთოლი ჩაიდეთ, ფინანსური სიუხვის სიმბოლოდ თან იქონიეთ ცოტა მარილი, დანაკარგებისგან დაცვის ნიშნად. მადლობა გადაუხადეთ თითოეულ შემოსავალს, თუნდაც მცირეს, რადგან ყოველი მცირე ნაბიჯი დიდ შესაძლებლობებს ხსნის.
რაზე განგვაწყობს ეს პრაქტიკა: ფინანსურ კეთილდღეობაზე, ახალ შესაძლებლობებსა და შემოსავლის წყაროებზე, თავდაჯერებულობაზე ფინანსურ საკითხებში, სასიამოვნო სიურპრიზებსა და მოულოდნელ შანსებზე, ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებზე.
ფულს უყვარს ყურადღება, პატივისცემა და მოძრაობა. არა მაშინ, როცა უბრალოდ საფულეს ვუყურებთ და ველოდებით, რომ ის თავისით გადაიქცევა სიმდიდრის პორტალად",- წერს იოსელიანი.