„ითხოვეთ, რაც გსურთ, შეიძინეთ რამე 27 ცალი, მანქანების ნომრებს მიაქციეთ ყურადღება“ - 27 თებერვალი სურვილების ასრულების დღეა - ფენშუის სპეციალისტი

სურვილები

ფენ-შუი სპეცილისტი, თამო შავლიაშვილი 27 თებერვლის დღეზე საუბრობს. 

„27 თებერვალს, სურვილების ასრულების დღეა. უნდა დაწეროთ ყველა სახის წერილი, განცხადება, შუამდგომლობა, განკარგულებები, ბრძანებები ზეციურ კანცელარიაში.

ითხოვეთ რაც გსურთ! შეიძინეთ დღეს რამე 27 ცალი, ეს ნივთები ჯადოსნურობას შეიძენს. შეგიძლიათ შეარჩიოთ რამე, რაც 27 ლარი ღირს (ან ნებისმიერი სხვა ფულის ერთეული). დღის განმავლობაში ხშირად შეხედეთ საათს და როგორც კი დაინახავთ, რომ 27 წუთი დაფიქსირდა პატარა სურვილი ჩაიფიქრეთ. ქუჩაში სახლების, მანქანების ნომრებს მიაქციეთ ყურადღება. ჯადოსნური ციფრი დაინახეთ?

მაშინვე ჩაუთქვით სურვილი. გაიხსენეთ დღეს ვისი დაბადების დღეა და აუცილებლად მიულოცეთ. გაიხსენეთ ვინ ცხოვრობს 27 ნომერში, ესტუმრეთ, ან დაურეკეთ! სურვილების ასრულების დღეს თქვით: „27 რიცხვიდან! იღბალი! ფული! წარმატება! საყვარელი ადამიანი! მანქანა! სახლი! (ნებისმიერი რამ, რაც გსურთ) მაქვს!“. არცერთი სურვილი არ გვეძლევა მისი ასრულებისთვის საჭირო ძალის გარეშე. ეს ძალა არის აქ და ახლა, ის ჩვენშია!“,- წერს თამო შავლიაშილი.