პროკურატურა ალეკო ელისაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
1783686514
ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი 25-ე მთვარის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებულ ენერგიას ატარებს — 25-ე მთვარის დღეა.
სამყარო თითქოს მშვიდად გვეჩურჩულება: „იქნებ დროა, რაღაც შეცვალო?“
მთვარე კუროს ნიშანშია, რაც ნიშნავს, რომ ცვლილებები პირველ რიგში თქვენს კომფორტის ზონას შეეხება. სწორედ იმ ადგილს, სადაც თბილი პლედი, მაცივარი და ფიქრი – „ახალ ცხოვრებას ორშაბათიდან დავიწყებ“...
დღის ქვა — ნეფრიტი
ლითოთერაპიაში ნეფრიტი კეთილდღეობის, სტაბილურობის, სიუხვისა და შინაგანი ჰარმონიის ქვად ითვლება. ის ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, ფინანსური ენერგიის დაბალანსებას და სიმშვიდის შენარჩუნებას. დღეს განსაკუთრებით სასარგებლოა ნეფრიტის სამაჯურის, ყელსაბამის ან თილისმის ტარება.
დღეს განსაკუთრებით კარგია:
სახლის დალაგება და ენერგიის განახლება;
ინტერიერის შეცვლა, ფარდების, ავეჯის ან თუნდაც ოთახის მცირედ გადაკეთება;
ყვავილების დარგვა და ბუნებასთან კავშირის გაძლიერება;
საცხოვრებლის შეცვლის ან სივრცის განახლების დაგეგმვა;
ფინანსური საკითხების, ქონებისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოწესრიგება;
ძველი, გამოუყენებელი ნივთების გაყიდვა ან გაჩუქება;
კარიერული წინსვლისკენ ნაბიჯის გადადგმა და საკუთარი შრომის ღირსეულად დაფასება.
კუროში მყოფ მთვარეს უყვარს კომფორტი, სილამაზე, ფინანსური კეთილდღეობა და სტაბილურობა. ამიტომ დღეს მხოლოდ ოცნება არ კმარა — გადადგით ერთი რეალური ნაბიჯი უკეთესი ცხოვრებისკენ.
დღეს ასევე სასარგებლოა:
ჩაიცვათ თქვენი საყვარელი ლამაზი სამოსი;
გამოაცხოთ ნამცხვარი ან ღვეზელი;
გააახლოთ სახლის გარემო;
გაასუფთაოთ ტელეფონი ზედმეტი ფაილებისგან;
გადაამოწმოთ თქვენი ხარჯები და ფინანსები;
შექმნათ სახლში მეტი სიმყუდროვე და ჰარმონია.
დღეს თამამად მოითხოვეთ მეტი — ცხოვრებისგან, სამყაროსგან და საკუთარი თავისგან. დროა, საკუთარ შესაძლებლობებს უფრო მეტად ენდოთ.
დღევანდელი სიზმრები
25-ე მთვარის დღის სიზმრები შესაძლოა მიანიშნებდეს, რა მიმართულებით უნდა წახვიდეთ ზაფხულის დარჩენილ პერიოდში. ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას.
დღის სიბრძნე:
ფინანსური სიმშვიდე ხშირად შინაგან სიმშვიდეზეც აისახება, ამიტომ იზრუნეთ როგორც თქვენს კეთილდღეობაზე, ისე საკუთარ თავზე.
დაწერეთ კომენტარებში:
„მე მზად ვარ ცვლილებებისა და ბარაქისთვის“,- წერს თამუნა იოსელიანი.